ახალი ტრანსფერი - ნაპოლიმ ფროზინონედან ნახევარმცველი დაიმატა
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ნაპოლიმ ახალი ტრანსფერი განახორციელა.
საუბარი მარკო ბრეშინინიზეა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ და ნაპოლიმ ის ფროზინონედან წამოიყვანა.
საუბარი იჯარის წესით გადაყვანაზეა, რომელიც 1 მილიონი ევრო დაჯდა. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარტენოპეის 20 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვა 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. სამედიცინო შემოწმება შემდეგ კვირას ჩაინიშნა.
???????? Napoli have agreed on deal to sign Marco Brescianini from Frosinone, first signing of the week… and more will follow.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 12, 2024
€1m loan fee, €11m obligation to buy clause.
Medical tests booked tomorrow morning.
Here we go. ✍???????????? pic.twitter.com/3HVh3E0Csy
ცნობისთვის, მილანის აღზრდილი გახლავთ. სხვადასხვა პერიოდში იჯარის წესით ვირტუს ენტელაში, მონცაში და კოსენზაში თამაშობდა.
ბრეშინინი 2023 წელს ფროზინონემ გამოისყიდა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.