მანჩესტერ სიტი, მადრიდის ატლეტიკო, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ალვარესმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გააფორმა

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხულიან ალვარესი მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებდა კარიერას.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა როხიბლანკოსთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაჯდა და მანჩესტერ სიტი ბონუსების სახით დამატებით 20 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ალვარესის ქალაქელებიდან აბარგების მიზეზი ცოტა სათამაშო დრო იყო. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი სურდა, რასაც მანჩესტერ სიტიში ერლინგ ჰოლანდის გამო ვერავინ პირდებოდა.

ასევე შეგახსენებთ, 24 წლის არგენტინელი პეპ გუარდიოლას გუნდს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ალვარესმა სიტის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 103-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები