ტრავმა დებიუტიდან 23 წუთში - ვარანს მუხლის პრობლემა აქვს
როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ვარანი სერია ა-ს დებიუტანტ კომოს შეუერთდა. სესკ ფაბრეგასის გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი კოპა იტალიაზე გამართა.
ვარანს დებიუტი ჰქონდა, თუმცა სახარბიელო ვერ გამოადგა. ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმა მიიღო და მოედანი 23-ე წუთზე დატოვა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მუხლზე დისკომფორტი იგრძნო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, რაფაელმა გამოკვლევები ჩაიტარა და მისი ტრავმის სიმძიმე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი უკანახაზელი.
რაც შეეხება კომოს, კოპა იტალიაზე სამპდორიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, ვარანი კომოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.