ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„ფეთქებადი დუეტი“ | რას წერს Corriere dello Sport-ი კვარასა და ნერეშის წყვილზე

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზეა საუბარი. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა დავიდ ნერეშის „პარტენოპეიში“ გადასვლას ეხმაურება, რომელიც პრაქტიკულად დახურული გარიგებაა და აცხადებს, რომ ნერეშისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

„დავიდ ნერეში ნეაპოლში მოდის და კვარაცხელიასთან ერთად, შეტევის ხაზს დააკომპლექტებს. იგი არის ფლეიმეიქერი, რომელიც დასკვნით მესამედში, ნაპოლის მეტ არაპროგნოზირებადობას შესძენს. დრიბლინგი, საგოლე გადაცემების გაკეთების უნარი და გოლის ალღო - ბრაზილიელის ხარისხის კვარას უნარებთან შერწყმა შესაძლოა, ფეთქებადი კომბინაცია აღმოჩნდეს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ნერეშთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს და ფაბრიციო რომანოს მიხედვით, უახლოეს საათებში, „ბენფიკას“ ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას გაუკეთებს. „პარტენოპეიში“ სჯერათ, რომ „არწივებს“ დაიყოლიებენ და ანტონიო კონტეს სასურველ ფეხბურთელს მოუყვანენ.

ნერეშის პარალელურად, „ნაპოლი“ ბილი გილმორისა და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზეც მუშაობს. ბელგიელი თავდამსხმელის თაობაზე, „ჩელსისა“ და „პარტენოპეის“ შორის მოლაპარაკების ახალი ეტაპი გაიმართა და როგორც რომანო წერს, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლუკაკუ ნეაპოლში გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის აგენტებს გაესაუბრნენ“ | ფაბრიციო რომანო ლივერპულის ინტერესზე
„მამარდაშვილის აგენტებს გაესაუბრნენ“ | ფაბრიციო რომანო ლივერპულის ინტერესზე