ოლიმპიადა, ოლიმპიური თამაშები
Aa
Aa

ლოს-ანჯელესი 2028 - რა სახეობები დაემატება მომდევნო ზაფხულის ოლიმპიადას

პარიზში ყველა სპორტული შეჯიბრი დასრულებულია და ცნობილი დროშა 5 რგოლით ლოს-ანჯელესს გადაეცემა, რომელიც 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი იქნება.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 2028 წლის 14 ივლისს, ხოლო დახურვის ცერემონია 30 ივლისს გაიმართება.

პარაოლიმპიური თამაშები 15 აგვისტოს გაიხსნება, ხოლო დახურვის ცერემონია 27 აგვისტოს ჩატარდება.

ამერიკის ამ ქალაქმა მსოფლიოში უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ შეჯიბრს წარსულში ორჯერ - 1932 და 1984 წლებში უმასპინძლა.

როგორც BBC Sport-ი წერს, 2028 წელს, ლოს-ანჯელესში სპორტის ისეთი სახეობები დაემატება, რომლებიც დიდი ხანია ოლიმპიადაზე არ ყოფილა, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ახალი დისციპლინებისთვის თვალ-ყურის მიდევნება.

კრიკეტი - 1900 წლის შემდეგ პირველად, ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობას ითამაშებენ. დიდ ბრიტანეთს შანსი აქვს ოქროს მედლები მოიპოვოს, რადგან მას მსოფლიოში საუკეთესო კრიკეტის მოთამაშეები ჰყავს.

ლაკროსი - მიუხედავად იმისა, რომ ლაკროსი ჩრდილოეთ ამერიკაში სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, ოლიმპიადაზე ის 100 წელზე მეტია არ უთამაშიათ. 2028 წელს წარმოდგენილი იქნება ახალი ფორმატი, როდესაც ნაკრებში 6 ადამიანი ითამაშებს.

სოფტბოლი - ბეისბოლის სახეობა, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე არ ყოფილა.

სქვოში - ბევრი წლის შემდეგ პირველად, ოლიმპიადაზე ბრუნდება სპორტის სახეობაა, რომლის დროსაც ჩოგბურთს კედელზე თამაშობენ.

ფლაგ ფეხბურთი - 2028 წლის ოლიმპიადაზე ამერიკული ფეხბურთის ამ ნაირსახეობის დებიუტი იქნება.

გარდა ამისა, თამაშებს დაემატება ერთი ახალი დისციპლინა: პარაოლიმპიური ცოცვა.

ოლიმპიური სპორტის ზოგიერთი სახეობა, რომლებიც შედარებით ახალია, პროგრამაში რჩება. მათ შორისა: სერფინგი, სკეიტბორდინგი და სპორტული ცოცვა.

თუმცა ბრეიქინგი, რომლის დებიუტი პარიზში გაიმართა, 2028 წლის პროგრამიდან ამოიღეს იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩის ცეკვების ამ სახეობის პიონერი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ტალახაძე: “ეს გამარჯვება თითოეულ ქართველს ეძღვნება“
ლაშა ტალახაძე: “ეს გამარჯვება თითოეულ ქართველს ეძღვნება“