ბარსელონა, ლიონელ მესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

გამპერის თასზე დაწყებული 2 ისტორია - 20 წლის წინ მესი, ახლა იამალი

12 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თინეიჯერმა ლამინ იამალმა აჩვენა, რომ ის დიდი საქმეებისთვის არის დაბადებული..

ზოგადად, გამპერის თასი ესპანეთის ფარგლებს გარეთ ღირებული არ არის. რეალურად ეს მეგობრული საგამოფენო მატჩია, რომელიც ყოველი სეზონის დაწყების წინ იმართება. ოდესღაც 4 გუნდის შეჯიბრი.. ახლა მხოლოდ ერთი მატჩია.. ბარსა წელს მონაკოს დაუპირისპირდება..

12 თვის წინ, გამპერის თასზე ბლაუგრანას მეტოქე ტოტენჰემი იყო. კატალონიელებმა მინდორზე სათადარიგოთა სკამიდან 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი შეიყვანეს. ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა.. ბარსას ფლანგზე საკადრო პრობლემები ჰქონდა და ჩავი ერნანდესი იძულებული იყო მინდობოდა თინეიჯერ ფეხბურთელს..

მთელი ეს ნარატივი 2023 წლის 8 აგვისტოს შეიცვალა. იამალს წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ მან 15 წუთში ტოტენჰემი გაანადგურა და დაამტკიცა, რომ პირველ გუნდში ადგილი ეკუთვნოდა.

ძალიან მალე ლამინი ბარსას იმედი გახდა. გუნდს, რომელსაც არ აქვს ფული და არც ოპტიმიზმის რეალური მიზეზი ჰქონდა, გამოუჩნდა უნიკალური ფიგურა. ეს შესაძლოა სარისკო სტრატეგია ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ იამალი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ამას ყველა გრძნობს..

სუპერვარსკვლავის ჩურჩული

ლა მასიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ იამალი მსოფლიოს დაიპყრობდა. ჩავიმ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში პირველი გუნდის ვარჯიშზე დაიბარა. 2022 წლის სექტემბერში იამალი დააწინაურეს.. 2022/2023 წლების სეზონში თინეიჯერი ძირითადად იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ის უკვე ძალიან კარგი იყო და სარეზერვო გუნდში აღარ უნდა ეთამაშა..

ამ ყველაფერს პარალელურად გარკვეული რომანტიზმი ახლდა. იამალმა თავის ცხოვრება ლეო მესისთან კავშირში გაატარა. არსებობს მარტივი შედარება პოზიციისა და სათამაშო სტილის მხრივ. ორივე მათგანის ძლიერი ფეხი მარცხენაა და მარჯვენა ფლანგიდან უყვართ შეტევა. ასევე იყო უცნაური დამთხვევები, რომლებიც თითქოს რაღაც უფრო დიდზე მიუთითებდა..

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ლამინ იამალი ლიონელ მესის მკლავებში წევს და არგენტინელი სუპერვარსკვლავი ღიმილით უყურებს..

რეკორდები, რომლებიც..

ბარსას ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი რაფა მარკესი აქტიურად მოუწოდებდა ჩავი ერნანდესს, რომ იამალისთვის 2023 წლის პირველ თვეებში მიეცა შანსი. იმ წელს ბლაუგრანამ ლა ლიგა შედარებით ადრე მოიგო და ჩავიმ თავისუფლად შეძლო ლამინისთვის სათამაშო დროის მიცემა..

დადგა რეკორდის დამხობის დრო. იამალი 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას პირველ გუნდში ითამაშა. მისი დებიუტი ბეტისის წინააღმდეგ შედგა და მინდორზე სულ რაღაც 7 წუთი დაყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩავიმ განაცხადა:

„მე ვუთხარი, რომ რაღაცები ეცადა და მან გააკეთა. წარმოიდგინეთ, 15 წლის ასაკში მას გოლის გატანაც კი შეეძლო. ის განსაკუთრებულია!! თავდაჯერებულად ითამაშა და აჩვენა რა შეუძლია. მისი ზოგიერთი პასი ბოლო მესამედში ნამდვილად კარგი იყო.“

ტოტენჰემის დაშლა

როგორც ჩანს, გამპერის თასი იდეალური იყო იამალის დიდი კარიერის დასაწყებად. იმ პერიოდში ბარსას ვარსკვლავები ბოლომდე იდეალურ ფორმაში არ იყვნენ და საქმეში იამალი ჩაერთო.

81-ე წუთამდე ბარსელონა 2:1-ს აგებდა რა დროსაც იამალმა ფერან ტორესს საგოლე პასი გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ დროში ანსუ ფატიმ და აბდე ეზალზულმა გაიტანეს, ბლაუგრანამ კი 4:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ გოლში ლამინმა მონაწილეობა მიიღო და საბოლოოდ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა..


ესპანური მედია აფეთქდა. ყველა გამოცემა იამალს აქებდა. კატალონიური გამოცემები კი წერდნენ, რომ ეს თინეიჯერ ფეხბურთელბს შორის საუკეთესო მატჩი იყო და ბოლოს თინეიჯერისგან ასეთი თამაში 20 წლის წინ, ასევე გამპერის თასზე იუვენტუსის წინააღმდეგ ნახეს. მოქმედი პირი კი ლეო მესი იყო..

8 გზის ოქროს ბურთის მფლობელთან შედარებამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო და ალბათ სწორედ ამიტომ ჩავი ერნანდესმა ლამინის ხშირი თამაში გადაიფიქრა, თუმცა ხეტაფეს წინააღმდეგ რაფინიამ წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციით დასაჩუქრდა. იამალი 76-ე წუთზე გამოჩნდა და მისი გავლენა მყისიერი იყო. მან შესანიშნავი შანსი შეუქმნა ანსუ ფატის, რომელმაც ხეტაფეს კარის აღება ვერ მოახერხა.. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა..

რაფინიას დისკვალიფიკაციამ ამომავალ ვარსკვლავს გზა გაუხსნა. ის კადისთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, ბარსამ 2:0 მოიგო, ხოლო შემდეგ ტურში ვილიარეალთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რაფინიას დაბრუნებამ სიტუაცია კვლავ შეცვალა და იამალი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა. ამან კი ზოგიერთი გულშემატკივრის გაბრაზება გამოიწვია.

დროთა განმავლობაში ჩავი ერნანდესმა რაფინია მარცხენა ფლანგზე გადაწია და ამით ლამინს ადგილი გაუთავისუფლა.. ეს ალბათ იამალის კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო..

გლობალური სუპერვარსკვლავი

ევრო 2024-ზე ლუის დე ლა ფუენტე იამალს ენდო და ამის მიზეზიც ჰქონდა. ლამინმა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. გასული წლის სექტემბერში იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ითამაშა. ევრო 2024-ზე კი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. საბოლოოდ, ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ფინალში იამალმა საგოლე პასი გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალი ჯერ მხოლოდ 17 წლის არის, მის კარიერაში არის მომენტი, როდესაც მისი ყველა მოძრაობა განიხილება. თუ ასე გააგრძელებს, რაც ლოგიკას მოკლებული არ არის, უახლოესი 12-13 წლის განმავლობაში იამალზე საუბარი არ შეწყდება. კატალონიაში გლობალური ვარსკვლავი დაიბადა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Puma VS Adidas - რა გავლენა იქონია პელემ ორ კომპანიაზე
Puma VS Adidas - რა გავლენა იქონია პელემ ორ კომპანიაზე