ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

სპორტის ისტორიაში რეკორდული კონტრაქტი - ვინისიუსს მილიარდზე მეტს სთავაზობენ

საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების ფონდმა (PIF) მადრიდის „რეალის“ შემტევ ვინისიუსს ჟუნიორს სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ბრაზილიური Globo იტყობინება.

„სამეფო კლუბში“ აცხადებენ, რომ ბრაზილიელს მხოლოდ მის კონტრაქტში მითითებული თანხის, 1 მილიარდი დოლარის გადახდის შემთხვევაში შეელევიან, თუმცა საუდელები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად ამ ფასის დაწევას შეძლებენ.

Globo-ს ინფორმაციით, ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და საუდელები ცდილობენ, არ შეუქმნან დისკომფორტი არც ვინისიუსს და არც „რეალს“.

რაც შეეხება თავად ბრაზილიელს, მან იცის ორ კლუბს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და ელოდება ოფიციალურ შეთავაზებას პირადი კონტრაქტის თაობაზე. არაოფიციალურ დონეზე ფეხბურთელს შეატყობინეს, რომ 5-წლიანი კონტრაქტით ხელფასისა და ბონუსების სახით გათვალისწინებული თანხა ჯამში მილიარდ ევროს აღემატება.

საუდელების მიზანია, ვინისიუსი ქვეყანაში 2034 წლამდე დარჩეს, როდესაც საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ვინისიუსი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქულების ნახევარი მისი მოპოვებულია, საკვანძო მოთამაშეა“ | რას წერს ცნობილი პორტალი მამარდაზე
„ქულების ნახევარი მისი მოპოვებულია, საკვანძო მოთამაშეა“ | რას წერს ცნობილი პორტალი მამარდაზე