სტეფ კარი
Aa
Aa

სტეფ კარიმ ისე ითამაშა სოუსის ამოღება გადაწყვიტეს | ფრანგული მაკდონალდსის ხუმრობა

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალში, ამერიკელები ტურნირის მასპინძელს, საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და სტეფ კარის ფენომენალური ასპარეზობის წყალობით, 98:87 იმარჯვეს.

კარიმ 24 ქულა დააგროვა და 12-დან 8 სამქულიანი მიითვალა. სტეფმა მატჩის ბედი პირადად გადაწყვიტა და ბოლო წამებზე ურთულესი სამქულიანები ჩააგდო. ფინალის მეორე დღეს, McDonald's-ის ფრანგული განყოფილება კარის თამაშს გამოეხმაურა და იხუმრა:

„გასაგები მიზეზების გამო, ამ სოუსის ამოღებაზე ვფიქრობთ, მინიმუმ 4 წლის განმავლობაში“. სოუსის სახელი, რომლის ამოღებაზეც McDonald's-ი ფიქრობს, კლასიკური კარი (Classic Curry) გახლავთ და სტეფის გვარი და ზუსტად იმავენაირად იწერება.

ცნობისთვის, კარიმ ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ფენომენალურად იასპარეზა. სერბეთის წინააღმდეგ მან 36 ქულა დააგროვა, საფრანგეთთან კი 24 ქულა მიითვალა, როცა მანამდე, 2024 წლის ოლიმპიადაზე მისი მაქსიმუმი 11 ქულა იყო. ფინალის შემდეგ, ენტონი ედვარდსი მას ამაზე ეხუმრა და უთხრა, რომ კარი ბოლო ორ თამაშამდე, პარიზში არ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრს გაგაოცებთ, ომალის ნოკაუტით დავამარცხებ“ | მერაბი სატიტულო ჩხუბზე
„ბევრს გაგაოცებთ, ომალის ნოკაუტით დავამარცხებ“ | მერაბი სატიტულო ჩხუბზე