ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

90 min: ვალენსია აღიარებს, რომ მამარდაშვილის წასვლა გარდაუვალია

პრემიერ-ლიგიდან ახალი შეთავაზების შემდეგ, ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ახლოსაა გადაწყვეტასთან, რომლის გაყიდვასაც „ვალენსია“ ამ ზაფხულს იმედოვნებს. ამის შესახებ 90 min.com წერს.

„23 წლის ფეხბურთელი გამოირიცხა ამხანაგური მატჩებიდან, რადგან მისი მომავალი უნდა გადაწყდეს, კლუბმა კი აღიარა, რომ მამარდაშვილის წასვლა გარდაუვალია“.

„მამარდაშვილი, რომელმაც ბოლო სეზონებში თავი გამოიჩინა, მიიჩნევს, რომ, ახლა შესაფერისი დროა ვითარების შესაცვლელად და მზად არის ტრანსფერისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება და მისი წასვლა შესაძლოა გარდაუვალი იყოს, რაც მეკარეს საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს“.

- წერს 90 min.

როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსია“ მამარდაშვილის გასხვისებაზე თანახმაა და მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. რომანოს თქმით, 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ 2024/25 წლების სეზონში, „ლივერპულის“ ნომერ პირველი მეკარე ალისონი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, გიორგი „მესტალიაზე“ იჯარის წესით დარჩება და „ლივერს“ 2025/26 წლების სეზონში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს - სტატია ქართველ ლეგენდაზე
ტალახაძე ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს - სტატია ქართველ ლეგენდაზე