მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დეიკი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

რეალი და ბარსა ტრენტს უმიზნებენ - The Sun

ესპანური ფეხბურთის გრანდები „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდებიან. The Sun-ის ინფორმაციით, „წითლებთან“ 25 წლის ინგლისელის კონტრაქტის ვადა 2025 წელს იწურება და როგორც მადრიდში, ისე ბარსელონაში მომავალ წელს ტრენტის უფასოდ დამატება სურთ.

გამოცემის ცნობით, ტრენტმა „ლივერპული“ შეიძლება დატოვოს მათ შორის იმის გამოც, რომ აშკარა პროგრესი აქვს მერსისაიდელების აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილს, 21 წლის მარჯვენა მცველს, კონორ ბრედლის.

The Sun-ი წერს, რომ „ლივერპული“ ტრენტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასს გაუზრდის, თუმცა კლუბში ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ამჟამად ტრენტი კვირაში 180 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს.

მერსისაიდელებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, რას მოიმოქმედებენ 32 წლის მოჰამედ სალაჰთან და 33 წლის ვირჯილ ვან დეიკთან დაკავშირებით - ტრენტზე უფრო მაღალ ხელფასს „ენფილდზე“ სწორედ ეგვიპტელსა და ნიდერლანდელს უხდიან. სამივე ფეხბურთელის კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპული“ ტრენტს წელს დაემშვიდობება, თუმცა „ბარსელონა“ და „რეალი“ ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი 12 თვის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო ბარსელონას რამდენიმე დღეში შეუერთდება
ნიკო ბარსელონას რამდენიმე დღეში შეუერთდება