დოლიძე ორი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში აღარ იქნება | რა არის ამის მიზეზი?
რომან დოლიძე პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ერთდროულად, UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება. „კავკასიელი“ საშუალო წონით დივიზიონში მე-10 ადგილს იკავებს, ქვემძიმეში კი მე-15 გახლავთ.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯონ მორგანის ინფორმაციით, რეიტინგის მომდევნო ოფიციალური განახლების შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათში მოხდება, დოლიძე ქვემძიმე წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში აღარ იქნება. მორგანმა მიზეზი მოიძია და UFC-ის დაუკავშირდა.
Roman Dolidze was removed from this week's rankings eligibility pool at 205 pounds, so he will fall off list in next official update.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) August 11, 2024
I asked why he was pulled (he remains in the pool at 185) and was told:
"His next fight and likely fights after that will be at middleweight." https://t.co/pj0q3PuIUO
„მისი მომდევნო ბრძოლა და დიდი ალბათობით, ყველა შემდეგი ჩხუბი საშუალო წონით დივიზიონში იქნება“, - განუცხადეს ჟურნალისტს. მორგანის თქმით, ამის გამო, დოლიძეს ქვემძიმე წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში ყოფნის უფლება აღარ აქვს.
შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო ბრძოლა ენტონი სმიტის წინააღმდეგ გამართა, რომელიც სწორედ ქვემძიმე წონით დივიზიონში გამოდის. „კავკასიელმა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია. ქართველ მებრძოლს კარიერაში 16 ჩხუბი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგება და 3 წაგებაა.