მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ბევრს გაგაოცებთ, ომალის ნოკაუტით დავამარცხებ“ | მერაბი სატიტულო ჩხუბზე

მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქეზე, შონ ომალიზე ისაუბრა, ვისაც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება. „მანქანამ“ ხმამაღალი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ „შუგას“ ნოკაუტით დაამარცხებს.

„საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, რადგან თავდაუზოგავად ვმუშაობ და მაქსიმუმს ვაკეთებ. ომალი კარგი მებრძოლია, ნოკაუტისთვის საჭირო ძალა აქვს, ოქტაგონზე კარგად გადაადგილდება და თავს მშვენივრად იცავს, მაგრამ ჩემს თავზე ვარ ორიენტირებული და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩემი უნარების წარმოჩენის საშუალება მომეცა. მჯერა, ბევრს გავაოცებ.

ომალის პრობლემა ისაა, რომ საკუთარი თავში ზედმეტადაა დარწმუნებული. როცა ერთმანეთს შევხვდით, მითხრა, რომ ჩემსა და ალჯამეინ სტერლინგს შორის არანაირი განსხვავება არ იქნება და მეც იგივე ბედი მელის (ომალიმ ალჯო დაანოკაუტა). დავიწყოთ იქიდან, რომ ომალის ალჯო არ დაუნოკაუტებია. დიახ, დაანოკდაუნა, მაგრამ მარკ გოდარდმა ბრძოლა ნაადრევად შეაჩერა. და მეორე, ყველა ჩხუბი განსხვავებულია. ომალი ალჯამეინს 10-ჯერ რომ ეჩხუბოს, სტერლინგი 9-ჯერ გაიმარჯვებს.

თუ ჩემდამი პატივისცემას არ გამოიჩენს, იგივე დაემართება, რაც პიოტრ იანს. არ მომწონს ადამიანები, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ და ომალის თავმდაბალს გავხდი. ჩემი მიზანი? შონ ომალის დანოკაუტება მინდა და მას აუცილებლად დავანოკაუტებ. ყველანი გაოცდებით და ნახავთ, როგორ გავიმარჯვებ. ვიცი, ხალხი ფიქრობს, რომ გრეპლერი ვარ, მაგრამ სტრაიკინგში ჩემს უნარებს წარმოვაჩენ და დგომში ვაჯობებ. ამას თქვენი თვალით ნახავთ და მაგრად ვცემ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის საჩემპიონო ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი ომალის მწვრთნელზე: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ის არაკაცია“
მერაბი ომალის მწვრთნელზე: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ის არაკაცია“