გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდაშვილის აგენტებს გაესაუბრნენ“ | ფაბრიციო რომანო ლივერპულის ინტერესზე

„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას განიხილავს. „წითლების“ ინტერესთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და საკუთარ პოდკასტში, მერსისაიდელთა სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა.

„ლივერპულის ინტერესი კონკრეტულია. წითლებს მამარდაშვილის ტრანსფერის დახურვის შანსი აქვთ და ეს გარიგება მაგიდაზე უდევთ. ლივერპული ქართველი ფეხბურთელის აგენტებს დაელაპარაკა და მათი დახმარებით, ვალენსიასთანაც ისაუბრა.

ახლა, ყველაფერი მერსისაიდელებზეა დამოკიდებული და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ლივერპულს მთელი ყურადღება მარტინ სუბიმენდის ტრანსფერზე აქვს გადატანილი. წითლები აპირებენ, სუბიმენდი მომდევნო კვირაში გაიფორმონ და მამარდაშვილის თაობაზე გადაწყვეტილებას სწორედ ამ ტრანსფერის დახურვის შემდეგ მიიღებენ. მათ გიორგის გაფორმების შესაძლებლობა აქვთ და ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ“.

როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსია“ მამარდაშვილის გასხვისებაზე თანახმაა და მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. რომანოს თქმით, 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ 2024/25 წლების სეზონში, „ლივერპულის“ ნომერ პირველი მეკარე ალისონი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, გიორგი „მესტალიაზე“ იჯარის წესით დარჩება და „ლივერს“ 2025/26 წლების სეზონში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს - სტატია ქართველ ლეგენდაზე
ტალახაძე ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს - სტატია ქართველ ლეგენდაზე