ტრავმა სერიოზულია - სიგუას რამდენიმე კვირა გაუცდება
საქართველოს ნაკრებისა და „ბაზელის“ ნახევარმცველი ტრავმირებულია და რამდენიმე კვირა იუქმებს.
„ბაზელის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდის ვარჯიშზე ტვინის შეჯახების შემდეგ თავის არეში დაზიანება და მცირე ტვინის შერყევა მიიღო, მიწაზე დაცემისას კი ტერფიც დაიზიანა.
კლუბი აღნიშნავს, რომ შეჯახების შემდეგ, სიგუა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკა გუშინ დატოვა.
ℹ️ Update: Gabriel Sigua konnte das Spital gestern Abend bereits wieder verlassen. Er hat sich beim Zusammenprall in der Luft eine Platzwunde am Kopf sowie eine leichte Gehirnerschütterung zugezogen. Bei der Landung verletzte er sich zusätzlich am Sprunggelenk. Er wird…
— FC Basel 1893 (@FCBasel1893) August 11, 2024
შეგახსენებთ, რომ „ბაზელმა“ დღეს, შვეიცარიის ჩემპიონატის ჩემპიონატის მე-4 ტურში „სერვეტი“ სტუმრად 0:6 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.