მომდევნო მეტოქე ცნობილია! - ბორენა ცერცვაძე პრესტიჟულ ლიგაში იბრძოლებს
MMA-ის ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცვაძე ოქტაგონს უბრუნდება და შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახელგანთქმულ ორგანიზაციაში იბრძოლებს.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ცერცვაძე თავის მომდევნო ორთაბრძოლას შვედურ ორგანიზაცია - FCR MMA (Fight Club Rush)-ში გამართავს, მეტოქე კი შვედი მაილი ერიკსონი იქნება.
ბრძოლა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, სტოკჰოლმში ჩატარდება.
View this post on Instagram
ცნობისთვის გეტყვით, რომ FCR MMA სკანდინავიურ ქვეყნებში ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციაა და სხვადასხვა დროის განმავლობაში ამ ლიგაში არაერთ გამორჩეულ მებრძოლს უჩხუბია.
ბორენა ცერცვაძეს MMA-ის ეგიდით კარიერაში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ოთხივეში გამარჯვება მოიპოვა.