ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ტალახაძე ტახტიდან ვერ ჩამოაგდეს - სტატია ქართველ ლეგენდაზე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში მძიმე წონის ტურნირს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ლაშა ტალახაძეს ალბათ თავის კარიერაში ოქროს მედლის მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშები მოიგო. 30 წლის ლეგენდარული ქართველი ძალოსნის ასპარეზობას ცნობილმა გამოცემა The Independent-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

რას წერენ ტალახაძეზე

მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი, რომელსაც უკვე ცხრა წელია ოქროზე დაბალი სინჯის მედალი არ მოუგია. ამ სტატუსის დაკარგვასთან ყველაზე ახლოს პარიზის თამაშებზე იყო, მაგრამ საკუთარი თავის მობილიზება შეძლო და როგორც თავად ამ შეჯიბრების დასრულების შემდეგ განაცხადა, თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სომეხი ძალოსნების, ვარაზდატ ლალაიანისა და გორ მინასიანის სახით, რომელიც ბოლო წლებია ბაჰრეინის სახელით გამოდის, მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს, მაგრამ ახერხებს და ფენომენალური შესაძლებლობების ხარჯზე, მუხლისა და წელის სერიოზული ტრავმის მიუხედავად, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს ინარჩუნებს.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები