ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ნიკო ბარსელონას რამდენიმე დღეში შეუერთდება

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან, ნიკო უილიამსთან დაკავშირებით, რომელიც ესპანეთის ნაკრების წარმატების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, ესპანურ სპორტულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. წინა კვირაში დაიწერა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი „ბილბაოში“ დარჩენაზე საბოლოოდ დაიყოლიეს და ის „ბარსელონაში“ არ გადავიდოდა, თუმცა ახლა უკვე  ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა SPORT-ის ცნობით, ესპანეთის ლა ლიგას „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ წარუდგინა ფინანსური გარანტიები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ უილიამსის დამატების შემთხვევაში მის დარეგისტრირებას უპრობლემოდ შეძლებენ. დაიწერა იმის თაობაზეც, რომ ნიკო კატალონიის დედაქალაქში მომავალ კვირაში ჩავა, ტრანსფერი კი ბარსელონელებს 62 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა და დანი ოლმო საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა - მისი „ლაიპციგიდან“ გამოსყიდვა კატალონიელებს 58 მილიონი დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები