გორ კაზარიანი
Aa
Aa

ჩემპიონი და რვა პრიზიორი - ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში გამართულ ბანია ლუკაში გამართულ მოსწავლეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და შეჯიბრება 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი გორ კაზარიანმა აჩვენა, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე რუს ნონიკ პოღოსიანს, მოლდოველ პაველ რადუკანუს და სომეხ ნარეკ კირაკოსიანს აჯობა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ჰაკან ჩან კარაკოჩი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ მარიამ ნაკანს (51 კგ) და ნიკოლოზ ხიზანიშვილს (46 კგ), რომლებიც ფინალში შესაბამისად, შოტლანდიელ კარა იანგთან და რუს რუსლან ავეტისიანთან დამარცხდნენ. ბარბარე ჭოჭუა (36 კგ), ელენე ქარჩავა (46 კგ), ანასტასია ჩოკორაია (54 კგ), ლიზა ლობჟანიძე (64 კგ), მირიან ვოლოშინი (50 კგ), და თემურ პავლიაშვილი (57 კგ) კი საპრიზო მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

კონტინენტის პირველობისთვის ვაჟების გუნდი ლაშა ოჩიგავამ, გოგონების ნაკრები კი გოჩა რუსიამ მოამზადა, რომელთა ხელმძღვანელობით და კრივის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ჭაბუკმა მოკრივეებმა მნიშვნელოვან შეჯიბრებამდე რამდენიმე შეკრება გაიარეს და მოსამზადებელ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები