სტეფანოს ციციპასი, კეი ნიშიკორი
Aa
Aa

ციციპასი: “მამაჩემი ალბათ არც ისე ჭკვიანია“

პარიზის ოლიმპიადაზე ჩოგბურთი დასრულდა და ახლა ჯერი მონრეალის მასტერსმა აიღო, სადაც სტეფანოს ციციპიასი პირველივე წრეში დამარცხდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა 34 წლის კეი ნიშიკორისთან წააგო.

როგორც ჩანს, ვეტერან იაპონელთან მარცხმა სტეფანოსისა და მისი მამის კონფლიქტი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ციციპასის მწვრთნელი სწორედ მამამისია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბერძენი ძალიან გაბრაზებული იყო და მამამისი გააკრიტიკა.

ციციპასი:

„ასე გაგრძელება აღარ მინდა. მამაჩემი მატჩების დროს არასდროს მისმენს. მე მჭირდება და ვიმსახურებ ისეთ მწვრთნელს, რომელიც მომისმენს და სწორ რჩევებს მომცემს. მამაჩემი ალბათ არც ისე ჭკვიანია ან უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ უმკლავდება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ის განვითარებაში ვერ მეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს სტეფანოსს არცერთი ტიტული არ მოუგია. უკანასკნელად ბერძენმა 2023 წლის აგვისტოში მექსიკაში გამართული ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფედერერი: „ჩოგბურთელი მკვლელი ბექჰენდით აღარ არსებობს“
ფედერერი: „ჩოგბურთელი მკვლელი ბექჰენდით აღარ არსებობს“