გივი მაჭარაშვილი
Aa
Aa

ოლიმპიადა 7 მედლით დავასრულეთ - მაჭარაშვილის დასანანი მარცხი ფინალში

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი და გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს მედლები პეკინის 2008 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებზე მოვიპოვეთ. აღნიშნულ ოლიმპიადებზე ქართველმა სპორტსმენებმა 3-3 ოქროს მედლით გაგვახარეს.

მსგავსი სიახლეები