გენო პეტრიაშვილი, ამირ ჰოსეინ ზარეე
Aa
Aa

მარცხზე მეტად გენოს გვირგვინის ჟესტზე აღშფოდნენ - ირანული მედიის გამოხმაურება

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ სტილში ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილი ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

ირანული მედია პეტრიაშვილი-ზარეს დაპირისპირებას გამოეხმაურა. გამოცემა აქცენტს პეტრიაშვილის გვირგვინის ჟესტზე აკეთებს, რომელიც გენომ ფინალში გამარჯვების მერე ზარეს უჩვენა, თუმცა ეს ამბავი ზარემ დაიწყო, როცა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო დაამარცხა. მათ დაპირისპირებებში აღნიშნული ჟესტი პირველად ზარემ აჩვენა.

Iranintltv: „ოქროს მედალმა ირანთან ვერ მიაღწია. ამირ ჰუსეინ ზარეს შოკისმომგვრელი მარცხი ოლიმპიური თამაშების ფინალში. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზარე გენო პეტრიაშვილთან დამარცხდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასულ წელს, ზარემ ქართველი ოპონენტი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა. ეს პარიზის ოლიმპიადაზე ირანის მეხუთე ვერცხლის მედალია’’.

Iranintl Tv-მ Twitter-ში შემდეგი რამ დაწერა: „მარცხზე მეტად ირანელი ქომაგებისთვის უფრო აღმაშფოთებელი პეტრიაშვილის არასასიამოვნო ჟესტი იყო’’.

Rokna.net: „დაჯილდოების ცერემონიისას გენო პეტრიაშვილი ზარეს გაეხუმრა და გამოჩნდა, რომ ათლეტებს ერთმანეთთან პრობლემა არ აქვთ’’.

შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები