ტოტენჰემი, ჰარი კეინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

კეინმა თასის აწევაზე უარი თქვა - მიზეზი ტოტენჰემია

Visit Malta Cup-ის ეგიდით ტოტენჰემმა ბაიერნს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. აღნიშნული მატჩი, რა თქმა უნდა, ამხანაგური იყო, თუმცა რეკორდმაისტერმა გამარჯვებისთვის ბევრი იბრძოლა.

ინტერესს იწვევდა ჰარი კეინის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება. ინგლისელი თავდამსხმელი მინდორზე მე-80 წუთზე გამოვიდა და იმ დროს ანგარიში უკვე 3:2 იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბაიერნს სიმბოლური თასი გადაეცა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ჰარი კეინმა თასის აწევაზე უარი განაცხადა. მან ეს ტოტენჰემის პატივისცემის გამო გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ინგლისელს კარიერაში არცერთი ტიტული რა აქვს მოგებული.

ცნობისთვის, კეინი მიუნხენის ბაიერნს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. იქამდე კი 14 წლის განმავლობაში ტოტენჰემის ღირსებას იცავდა.

2009/2023 წლებში კეინმა დეზების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 435-ჯერ მოირგო, 280 გოლი გაიტანა და 61 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი პრემიერლიგაში საუკეთესოა
როდრი პრემიერლიგაში საუკეთესოა