ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მოდენა, კანიო
Aa
Aa

მოდენას მეკარე: “ხვიჩამ მოტყუებით შემაჩერა, ეს აკრძალულია“

კოპა იტალიის 1/32 ფინალში ნაპოლიმ მოდენა პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. ძირითადი დრო კი 0:0 დასრულდა.

მეხუთე პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. მისმა დარტყმამ კი მოდენას მეკარის კანიოს განაწყენება გამოიწვია, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა გამორბენის დროს პაუზა გააკეთა, კანიო დააბნია და შემდეგ დაარტყა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მოდენას კარის დარაჯმა ჟურნალისტებთან თქვა: „მან მოტყუებით შემაჩერა, ეს აკრძალულია.“

კანიოს ამ სიტყვებს ყოფილი მსაჯი გრაციანო ჩეზარი გამოეხმაურა და ეპიზოდის ანალიზი გააკეთა.

ჩეზარი:

„მოდენას მეკარემ მსაჯთან პრეტენზია დააფიქსირა, მაგრამ ყველაფერი ლეგალურად მოხდა. მართალია ხვიჩა კვარაცხელიამ გამორბენის დროს მცირე პაუზა აიღო, მაგრამ რეალურად ის არ გაჩერებულა და მოძრაობა არ შეუწყვეტია. დარღვევას ადგილი არ ჰქონია.“

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია ა-ს 18 აგვისტოს დაიწყებს. პარტენოპეი პირველ ტურში ვერონას უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდენა დამარცხებულია - ნაპოლიმ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო
მოდენა დამარცხებულია - ნაპოლიმ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო