ლაშა ტალახაძე: “ეს გამარჯვება თითოეულ ქართველს ეძღვნება“
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ.) ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 470 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა სამჯერ მოიგო.
ოქროს მედლის აწევის და ცერემონიის დასრულების შემდეგ, ლაშა ტალახაძე CrystalSport-ს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ცნობისთვის, 30 წლის ტალახაძემ ოქროს მედლები რიო დე ჟანეიროს, ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მოიპოვა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.