სპინაცოლა: “ხვიჩასთან ადაპტირება ადვილად მოვახერხე“
კოპა იტალიის პირველ წრეში ნაპოლიმ მოდენას უმასპინძლა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა(4:3).
მატჩის დასრულების შემდეგ, პარტენოეპის ახალწვეულმა ლეონარდო სპინაცოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშზე დაუსვეს, რაზეც იტალიელმა უპასუხა:
სპინაცოლა:
„ერთმანეთთან ადაპტირება ადვილად მოვახერხეთ, რადგან ორივეს შეგვიძლია, როგორც მოედნის ცენტრში შეწევა, ასევე ფლანგზე თამაში. დაუღალავი შრომით გაუმჯობესება შეგვიძლია. კვარაცხელიასთან პოზიციების გაცვლა სასარგებლო იქნება. მოდენას წინააღმდეგ მას გამუდმებით 3 ფეხბურთელი ეთამაშებოდა. ჩემს წინააღდეგ უმალ 2 მცველი ჩნდებოდა. ასეთ დაცვასთან თამაში ყოველთვის რთულია.“
ცნობისთვის, პენალტების სერიაში კვარამ მეხუთე თერთმეტმეტრიანი დაარტყა და სწორედ ამის შემდეგ მოიგერია მერეტმა გადამწყვეტი პენალტი.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია ა-ს 18 აგვისტოს დაიწყებს. პარტენოპეი პირველ ტურში ვერონას უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.
ხვიჩას მომენტები მოდენასთან