დევინ ბუკერი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

სტეფ კარის საოცარი თამაში - ამერიკამ ოლიმპიადა ზედიზედ მეხუთედ მოიგო

კალათბურთში, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში საფრანგეთი აშშ-სთან 87:98 დამარცხდა. ამერიკის ნაკრებმა ოლიმპიადა ზედიზედ მეხუთედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზეც აღნიშნული ნაკრებები შეხვდნენ ფინალში.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამამ ჩააგდო, 20 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 26 ქულაა. მას სტეფ კარი 2 ქულით ჩამორჩა, 24 ქულა ჩააგდო. გერშონ იაბუსელე საფრანგეთის ნაკრებს 20 ქულით დაეხმარა. დევინ ბუკერისა და კევინ დურანტის აქტივში 15-15 ქულაა.

სტეფ კარი ფანტასტიკური იყო, 2 წუთსა და 12 წამში 4 სამქულიანი ჩააგდო და ამერიკის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, აშშ 2004 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე არ დამარცხებულა, აღნიშნულ ოლიმპიადაზე ამერიკა არგენტინასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები