ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მოდენა
Aa
Aa

მოდენა დამარცხებულია - ნაპოლიმ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

კოპა იტალიის პირველ წრეში ნაპოლიმ მოდენას უმასპინძლა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა(4:3).

გასაკვირი არ არის, რომ მატჩი ნაპოლის უპირატესობით წარიმართა. ბურთს კონტეს შეგირდები ფლობდნენ და შეტევაშიც ბევრ დროს ატარებდნენ, თუმცა 100%-იანი სახიფათო მომენტი არ იქმნებოდა.

მოდენამ თავისი თამაში კონტრ-შეტევებზე ააწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი მერეტის კარის ძელსაც მოხვდა. პარტენოპეი გაშვებულ გოლს გადარჩა.

ხვიჩა კვარაცხელია ბევრს აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგის კარის აღება ვერც მან შეძლო. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ქართველმა ფეხბურთელმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და სწორედ მისი დარტყმის შემდეგ გააფუჭა მოდენამ პენალტი. ანტონიო კონტეს გუნდი კოპა იტალიის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია ა-ს 18 აგვისტოს დაიწყებს. პარტენოპეი პირველ ტურში ვერონას უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

ხვიჩას მომენტები მოდენასთან

 

მსგავსი სიახლეები