ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

საქართველოს მესამე ოქრო პარიზში - ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ.) ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 470 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა სამჯერ მოიგო.

ატაცში პირველ ცდაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე - 215 კილოგრამი, თუმცა მესამე ცდა წარუმატებელი იყო. სამწუხაროდ, 220 კილოგრამი ვერ დაძლია. აკვრაში პირველ ცდაზე 247 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე - 255 კილოგრამი. 

30 წლის ტალახაძემ ოქროს მედლები რიო დე ჟანეიროს, ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მოიპოვა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ხვალ, 11 აგვისტოს, ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები