გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

ზარე დამარცხებულია - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ოლიმპიადის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ  ზარეს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 10:9 დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილმა პირველ სამ წუთში მოწინააღმდეგე შეჭამა, ანგარიში 12:1 დაფიქსირდა, თუმცა ჩელენჯის შედეგად 10:1 გახდა.

ბრძოლის მეორე ნახევარში ირანელი გააქტიურდა და ყველაფრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 10:9 დაფიქსირდა, თუმცა პეტრიაშვილმა გაუძლო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე გენომ ფინალში წააგო. აღნიშნულ დაპირისპირებას გენო იგებდა და დასრულებამდე 7 წამით ადრე მოწინააღმდეგემ მისი დამარცხება შეძლო.

ასევე გეტყვით, რომ გენო პეტრიაშვილმა კარიერაში სამივე სინჯის ოქროს დააგროვა. ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “ხვიჩას ვეტო პირადად კონტემ დაადო“
იტალიური მედია: “ხვიჩას ვეტო პირადად კონტემ დაადო“