მანჩესტერული ფინალი - სიტიმ იუნაიტედი დაამარცხა
ინგლისის სუპერ თასის ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც მანჩესტერ სიტიმ პენალტების სერიაში მოიგო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, წითელი ეშმაკები გააქტიურდნენ. 56-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშს გოლი არ ჩაუთვალეს.
82-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გარნაჩომ იუნაიტედი დააწინაურა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტენ ჰაგის გუნდი ძირითად დროში მოიგებდა, მაგრამ 89-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა პენალტების სერიაში გადავიდა.
სიტიმ პენალტების სერია7:6 მოიგო. ქალაქელების მხრიდან თერთმეტმეტრიანი ბერნარდუ სილვამ გააფუჭა, ხოლო წითელი ეშმაკებიდან პენალტი ჯეიდონ სანჩომ და ევანსმა ვერ გამოიყენეს.
ცნობისთვის, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგას 16 აგვისტოს იწყებს და პირველ ტურში ფულემს უმასპინძლებს. მანჩესტერ სიტი კი 18 აგვისტოს ჩელსის დაუპირისპირდება.