გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

მისი ყურება სიამოვნებას მანიჭებს - კლევერლიმ ჩაკვეზე ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონი ბრწყინვალე გოლით დაიწყო, ჩემპიონშიფის პირველ ტურში „მილუოლს’’ ჯარიმა გაუტანა. მატჩის შემდეგ „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

კლევერლი ჩაკვეტაძეზე: „ხარისხიანი თამაში. მოსამზადებელ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა და ახლა ნამდვილად კარგი მომენტი აქვს. ვარჯიშებსა და თამაშებზე მისი ყურება სიამოვნებას მანიჭებს. შესანიშნავად დაარტყა. ყოველმხრივ ძალიან კარგი იყო’’.

კლევერლიმ ჩაკვეზე აღფრთოვანებით მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის დროსაც ისაუბრა, როცა ქართველმა „ბრენტფორდთან'' შესანიშნავად ითამაშა: „ჩემთვის სამსახურში წასვლა და ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა ამაღელვებელია. ნამდვილი ტალანტია. ასეთი ტექნიკა მე არასდროს მქონია. მიყვარს მისი მისი მოძრაობები ბურთთან ერთად და თამაშის სტილი. ჩაკვე კარგ ფორმაშია და ჩემი საქმეა ეს ფორმა შეინარჩუნოს’’.

ინგლისის ჩემპიონშიფის 2024-25 წლების სეზონის პირველ ტურში „მილუოლი’’ შინ „უოტფორდთან’’ 2:3 დამარცხდა. 55-ე წუთზე ჩაკვეტაძის გოლით ანგარიში 0:2 გახდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90-ე წუთზე მილეტა რაიოვიჩმა გამარჯვების გოლი შეაგდო, „უოტფორდმა’’ სეზონი 3 ქულით დაიწყო.

კლევერლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს ინგლისის ლიგის თასზე რანგით მეოთხე ლიგის „მილტონ-კეინს დონსთან’’ გამართავს (13 აგვისტო, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები