ლორთქიფანიძემ კრემონეზესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
CrystalSport-ის ინფორმაციით, 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზესთან’’ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, შეთანხმება სამწლიანია. ამ ეტაპზე დაჩის განათხოვრება არ განიხილება. ახალ სეზონში პრიმავერაში „კრემონეზეს'' 20-წლამდე გუნდში ითამაშებს, პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და შესაძლოა კრემონულ კლუბს სერია B-ს მატჩებშიც დაეხმაროს. საჭიროების შემთხვევაში პირველ გუნდში მისი იმედი ნამდვილად აქვთ. პროცესში გამოჩნდება მიეცემა თუ არა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა.
გასულ სეზონში „კრემონეზეს’’ 19-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, გუნდმა პრიმავერა 2 მოიგო, რაშიც დაჩიმ დიდი წვლილი შეიტანა. ზაფხულში „კრემონეზეს’’ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა, ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
დაჩი ცენტრალური მცველისა და საყრდენის პოზიციებზე თამაშობს, კაპიტნის თვისებებით გამოირჩევა, „კრემონეზეს’’ 16, 17 და 19-წლამდე გუნდებს კაპიტნობდა. ასევე, მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო.
„კრემონეზეს'' მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა საყრდენის პოზიციაზე განიხილავს.
შეგახსენებთ, 2022 წლიდან მოყოლებული „კრემონეზეს’’ მთავარ გუნდში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 53 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
„კრემონეზე'' რანგით მეორე ლიგაშია და გუნდის მიზანი სერია A-ში აღზევებაა.