ახალი ტრადიცია და პატივი ლეგენდებს - კახი კახიშვილმა ძალოსანთა შეჯიბრი გახსნა
პარიზში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქმეში 102 კგ კატეგორიის ძალოსნები ჩაერთნენ.
სასიამოვნო კადრები ვიხილეთ შეჯიბრის დაწყებამდე. ქართული სპორტის ლეგენდამ კახი კახიშვილმა დღევანდელი საშეჯიბრო დღე გახსნა.
მსგავსი გახსნა სიახლეა და პარიზის ოლიმპიადაზე დაინერგა. ორგანიზატორები ამ საპასუხისმგებლო მისიას ცნობილ და ტიტულოვან სპორტსმენებს ანდობენ.
ამჯერად ეს პატივი სწორედ ქართველი ძალოსანს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონსა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს ხვდა წილად.