„პსჟ-ს ორივეს შეძენა უნდოდა, კვარაზე უარმა ისინი გააღიზიანა...“
„ნაპოლი“ ოსიმენის საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას ცდილობს, რომ ლუკაკუს ტრანსფერის დახურვა შეძლოს.
Corriere dello Sport-ი ამ თემას ვრცლად შლის და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„ბოლო დროს პსჟ-მ მოულოდნელად ოსიმენის მიმართ ინტერესი შეანელა. ნეაპოლელები ამას არ ელოდნენ. მათ არ სურთ ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადონ. პარიზელები განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ნაპოლიმ მათ კვარას ტრანსფერზე უარი უთხრა. ფრანგებს ოსიმენისა და ხვიჩას გაფორმება ერთად სურდათ, დე ლაურენტისმა კი პროცესი შეაფერხა.
ახლა კი დრო გადის და ოსიმენის სატრანსფერო რისკები იზრდება. მას შესაძლოა გუნდში დარჩენა მოუწიოს. პსჟ თითქმის გამორიცხულია. ნასერ ალ ხელაიფი ხულიან ალვარესის ტრანსფერზე გადაერთო და შესაძლოა ატლეტიკოს თითქმის დახურული გარიგება საფრთხის წინაშე დადგეს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
როგორც ცნობილია, ოსიმენის შეძენის სურვილი ამ მომენტისთვის მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებს აქვთ, რადგან ამხელა თანხის გადახდაზე ევროპაში თანახმა არავინ არის. პსჟ ხვიჩასა და ვიქტორის სანაცვლოდ 200-230 მილიონის გადასახდელად მზად იყო, თუმცა დე ლაურენტისმა 280 მილიონი მოითხოვა და გარიგება ჩაიშალა.
ამრიგად, 2024/25 წლების სეზონი ნელ-ნელა გვიახლოვდება, „ნაპოლის“ შემადგენლობა კი ჯერაც დაუკომპლექტებელია. ყველაფერი კი დე ლაურენტისის ლოგიკას აცდენილი მოთხოვნების გამო ხდება.