იმანე ხელიფი
Aa
Aa

რაუნდის წაუგებლად - იმან ხელიფი ოლიმპიური ჩემპიონია

ალჟირელი მოკრივე იმან ხელიფი, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე სკანდალური იმიჯით სარგებლობს, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ალჟირელმა ფინალურ ბრძოლაში ჩინელი სპორტსმენი იან ლიუ არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5-0) დაამარცხა. ბრძოლა 66 კგ-მდე კატეგორიაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ხელიფმა რაუნდის დათმობის გარეშე იასპარეზა და ყველა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

იმან ხელიფის სკანდალური გამოჩენა პირველივე ბრძოლაში იტალიელი ანჯელა კარინის წინააღმდეგ შედგა, რომელმაც ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.

ხელიფი ქალად დაიბადა, თუმცა მას სვაიერის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონეები ბიოლოგიურად (გენიტალიებით და სასქესო ორგანოებით) ქალები არიან, მაგრამ XY ქრომოსომა აქვთ და ჰორმონებიც კაცის აქვთ (ქალები XX ქრომოსომებს ატარებენ).

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ტურნირზე არ დაუშვეს. ამის მიზეზი მოკრივის მიერ ტესტის ჩაგდება იყო. ხელიფმა სქესის ტესტი არ გაიარა, ასევე XY ქრომოსომის გამოსავლენ ტესტზეც უარი თქვა. საბოლოოდ, მას ქალთა შორის ასპარეზობაზე უარი უთხრეს. ოლიმპიადაზე კი ალჟირელი მოკრივე ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“