ჯო ტომასონი
Aa
Aa

ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი ესპანეთში - ტომასონის ახალი გუნდი ცნობილია

ჯო ტომასონი, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა, კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში განაგრძობს. 30 წლის კალათბურთელი კანარის კუნძულებზე უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი „გრან კანარიასთან“ გააფორმა, სადაც სხვადასხვა დროს არაერთ ქართველ კალათბურთელს უთამაშია.

ტომასონმა გასული სეზონი ისრაელის ჩემპიონატში, თელ ავივის „მაკაბის“ რიგებში გაატარა და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე გაცილებით უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში წავიდა.

ამერიკელ კალათბურთელს საკლუბო კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს რუმინეთის „დინამოს“, პოლონეთის კლუბების, „გდანსკის“, „ლუბლინისა“ და „ზელონა გორას“, ისრაელის „გალილ გილბოაში“, ესპანეთის „მანრესაში“. რუსეთის „პეტერბურგსა“ და საბერძნეთის „პრომითეასში“ უსპარეზია. საქართველოს ნაკრებში კი მისი დებიუტი თებერვალში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში შედგა.

მსგავსი სიახლეები