ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ჰოლოუეი მისთვის რთული მეტოქეა“ | UFC-ის ყოფილი მებრძოლი ილიაზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჯოშ ტომსონმა მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ჩხუბზე ილაპარაკა. ტომსონმა განაცხადა, რომ „დალოცვილი“ „ელ მატადორისთვის“ რთული მეტოქეა და ილიას ჰოლოუეის სტილთან გამკლავება გაუჭირდება.

„ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში გამოჩნდა, რომ ჰოლოუეის შეუძლია, ძლიერი დარტყმის მქონე და აგრესიულ მებრძოლებს გაუმკლავდეს. თოფურია შეეცდება, მიიმწყვდიოს და დაანოკაუტოს, მაგრამ მაქსი ოქტაგონზე ჩვეულ სტილში იმოძრავებს და გრძელ წვდომსა და ჯებს გამოიყენებს. როცა თოფურია ჰოლოუეის მიმწყვდევას შეეცდება, ჯებებს თავიდან ვერ აირიდებს.

ჰოლოუეის საბრძოლო ინტელექტი აქვს, იცის, ოქტაგონზე გადაადგილება დარტყმებისთვის როგორ გამოიყენოს, ბრწყინვალე კომბინაციებით გამოირჩევა და მხოლოდ თავს კი არა, კორპუსსაც უტევს. მისი არსენალი მრავალფეროვანია და ზუსტი დარტყმები აქვს. არასწორ მოძრაობას არ აკეთებს და იცის, გასამარჯვებლად რა არის საჭირო. თოფურია ფანტასტიკური მებრძოლია, მაგრამ სტილისტურად, ჰოლოუეი მისთვის რთული მეტოქეა“.

ცნობისთვის, ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და მის ანგარიშზე 26 მოგება და 7 წაგებაა. ის და ილია UFC 308-ზე იჩხუბებენ, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები