როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ფედერერი: „ჩოგბურთელი მკვლელი ბექჰენდით აღარ არსებობს“

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა  vog-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რაც აკლია თანამედროვე ჩოგბურთს. მისი აზრით, პირველად ხდება ისე, რომ ტოპ-ათეულში არც ერთი მოთამაშე აღარ არის მკვლელის ინსტიქტის მქონე ბექჰენდით. ალკარასს, სინერს, ჯოკოვიჩს, ნადალს წარმოუდგენელი, გიჟური ბექჰენდები აქვთ. მაგრამ ამის დემონსტრირებას ისე სტაბილურად ვეღარ ახერხებენ, როგორც წლების წინ აკეთებდნენ.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს სხვადასხვა საგამოფენო მატჩებში მონაწილეობა მიიღოს იმ აზარტის გამო, რაც პროფესიული კარიერის დროს გამოიმუშავა, თუმცა აქტიურ სპორტში დაბრუნება მისთვის ამ ეტაპზე კატეგორიულად მიუღებელია.

როჯერ ფედერერი სპორტიდან 2022 წლის სექტემბერში წავიდა და გამოსამშვიდობებელი მატჩი ლონდონში 2022 წლის Laver Cup-ზე  წყვილებში ახლო მეგობართან და თავის დროზე მთავარ კონკურენტთან რაფაელ ნადალთან ერთად ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები