საოცარი მატჩი | ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. „ფურია როხა“ ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა და გუნდებმა საოცარი მატჩი გვაჩუქეს, რომელშიც 8 გოლი გავიდა.
ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-11 წუთზე, „სამფეროვნები“ ენცო მილოს გოლით დაწინაურდნენ. ესპანეთმა წონასწორობა მე-18 წუთზე აღადგინა და თავი ფერმინ ლოპესმა გამოიჩინა. 7 წუთში, ლოპესმა დუბლი მიითვალა, 28-ე წუთზე კი ალექს ბაენამ გაიტანა და ესპანეთმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგო.
საფრანგეთმა ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე ჩამორჩენა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი, ჟან-ფილიპ მატეტას პენალტით ანგარიში 3:3 გახადა. ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებითი დრო დაინიშნა. მე-100 წუთზე, სერხიო კამელიომ ესპანეთი დააწინაურა, 120-ზე კი დუბლი მიითვალა და საბოლოოდ, „ფურია როხამ“ 5:3 იმარჯვა.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მაროკომ აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში ეგვიპტე 6:0 გაანადგურა.
Campeones Olímpicos. ????????????
— The Olympic Games (@Olympics) August 9, 2024
A WILD final ends at 5-3 and Spain take home the gold! pic.twitter.com/qdRquKhmHA