ჯონ ჯონსი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდის მინიშნება - ჯონსი კარიერას ასრულებს

37 წლის ამერიკელმა ჯონ ჯონსმა, რომელიც შერეული ორთაბრძოლების პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, მიანიშნა, რომ ხორვატი წარმოშობის 41 წლის ამერიკელ სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლის შემდეგ შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

სოციალურ ქსელში ერთმა ფანმა გადაწყვიტა ჯონსის პროვოცირება გაეკეთებინა ეშმაკური შენიშვნის გაკეთებით მის ოჯახში ძალადობის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ის და მისი საცოლე ჯესი მოზესი 2021 წლის სექტემბერში მონაწილეობდნენ. თუმცა, ჯონსი ამაზე არ გაღიაზებულა და უბრალოდ დაწერა: „სახალისო ფაქტი: 2024 წლის შემდეგ ჯონ ჯონსს აღარ მოუწევს მუშაობა: ის პენსიაზე გავა 37 წლის ასაკში დიდი გამარჯვების შემდეგ“.

მძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი უპირობო ფავორიტად ითვლება მიოჩიჩის წინააღმდეგ UFC 309-ზე ჩასატარებელ შეხვედრაში, რომელიც 16 ნოემბერს ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში შედგება. თუმცა, UFC-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ბრძოლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები