დანი ოლმო
Aa
Aa

6-წლიანი კონტრაქტი 500-მილიონიანი გამოსასყიდით - ოლმო ბარსაში წარადგინეს

ესპანელი ფეხბურთელი დანი ოლმო კატალონიის დედაქალაქში დღეს ჩავიდა და „ბარსელონასთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. 26 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველის სანაცვლოდ „ბლაუგრანამ“ „ლაიპციგს“ 55 მილიონი ევრო გადაუხადა და კიდევ 7 მილიონს გერმანელები ბონუსის სახით მიიღებენ.

ოლმო გერმანიის ბუნდესლიგის კლუბში 2020 წლიდან გამოდიოდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 148 შეხვედრაში თავი 29 გოლითა და 34 საგოლე პასით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი ტრავმის გამო მხოლოდ 21 მატჩში იასპარეზა და წელი 4 ბურთითა და 5 ასისტით დაასრულა.

„ბარსა“ დანის ტრანსფერით უფრო მეტად ევროპის ჩემპიონატზე მისი არაჩვეულებრივი თამაშის შემდეგ დაინტერესდა. მას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე თავდაპირველად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილავდა და შანსი მხოლოდ პედრის დაშავების შემდეგ მისცა, რაც ოლმომ ბოლომდე გამოიყენა და თითქმის ყველა მატჩში გუნდის გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები