ოფიციალურად | ლევან შენგელია ოფი-ში გადავიდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლევან შენგელია კარიერას ოფი-ში გააგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ, ბერძნულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და შენგელიასთან ხელშეკრულების გაფორმება დაადასტურა.
„ოფი აცხადებს, რომ ლევან შენგელია გაიფორმა და მას 2-წლიანი ხელშეკრულება დაუდო. ლევან, კეთილი იყოს შენი მობრძანება ოფი-ის საფეხბურთო ოჯახში“, - ნათქვამია ბერძენთა განცხადებაში.
Welcome Levan! ⚫️⚪️https://t.co/siGEAfJ4Bu#oficrete #oficretefc #ofifc #greece #football #crete #monoofi #transfer #Shengelia pic.twitter.com/wSZ6pkoQu9
— OFI Crete F.C. (@OFI_Crete) August 9, 2024
ცნობისთვის, 28 წლის ქართველ შემტევს საბერძნეთში თამაშის გამოცდილება აქვს. შენგელიამ გასული ორი სეზონი „პანეტოლიკოსში“ გაატარა. მან 56 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა.
CrystalSport-ის ცნობით, ლევან შენგელიას მისთვის სასურველი გუნდის პოვნა გაუჭირდა. წინადადებებიდან, რომლებიც მიიღო, ოფი საუკეთესო ვარიანტი იყო. იმ ფაქტმა, რომ ევრო 2024-ზე ერთი წუთიც არ უთამაშია, ვილი სანიოლმა შანსი არ მისცა, გუნდის პოვნა გაუძნელა.