16-წლამდე ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა
Aa
Aa

16-წლამდე ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

საბერძნეთში, 16-წლამდე ევრობასკეტი დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ძალიან ძლიერი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა ბიჭებმა ტურნირი წაგებით დაიწყეს და პირველ მატჩში 49:74 დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 17:17 დასრულდა. მეორე პერიოდში, საფრანგეთმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 34:23. მესამე მეოთხედი 14:14 დასრულდა, ბოლო პერიოდში კი ფრანგებმა 26:12 იმარჯვეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს.

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გიორგი დოხნაძემ 8 ქულა მიითვალა, ილია სულაძემ - 7. საფრანგეთის 16-წლამდე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 13 ქულა კამერონ ულინომ ჩააგდო.

ცნობისთვის, ჩვენი მეტოქეები საფრანგეთის, სლოვენიისა და პოლონეთის გუნდები არიან. სხვა ასაკობრივ ტურნირებთან შედარებით, ფორმატი აქ განსხვავებულია. ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ მერვედფინალში ყველა გუნდი გადის და უმაღლეს დივიზიონში ადგილს მხოლოდ ის ინარჩუნებს, ვინც მერვედფინალურ ეტაპს დაძლევს და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
9 აგვისტოს სატრანსფერო ზონა