გიორგი მამარდაშვილი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ | ფაბრიციო რომანო მამარდასა და ლივერპულზე

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გიორგი მამარდაშვილზე ილაპარაკა. ქართველი მეკარე „ლივერპულის“ რადარზე იმყოფება და რომანომ დაადასტურა, რომ მერსისაიდელები „ვალენსიას“ ფეხბურთელის გადაბირებას განიხილავენ.

„ლივერპულს გიორგი მამარდაშვილის გაფორმების შანსი აქვს და შეუძლია, იგი ერთი სეზონით ვალენსიაში იჯარის წესით დატოვოს. წითლებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. თავად ფეხბურთელს ლივერპულში გადასვლა ძალიან უნდა“, - აცხადებს სატრანსფერო ექსპერტი.

ცნობისთვის, რომანომდე მამარდაშვილის მომავალზე Relevo-მ დაწერა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „წითლებსა“ და „ღამურებს“ შორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერსისაიდელებს, სურვილის შემთხვევაში, მამარდაშვილის გადაბირება 30 მილიონ ევროზე მეტის სანაცვლოდ შეეძლებათ.

El Gol Digital-ის მიხედვით, ვალენსიას“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. სატრანსფერო თანხის გარდა, მოთხოვნები მამარდაშვილსაც აქვს და სურს, კარიერა მაღალი დონის კლუბში გააგრძელოს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დურანტი კარიზე: ღმერთივით ითამაშა
დურანტი კარიზე: ღმერთივით ითამაშა