ინგლისის ნაკრებს დროებით ლი კარსლი გაწვრთნის
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ინგლისის ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელი ლი კარსლი გახდა. ინფორმაციას თავად „სამი ლომის“ პრესსამსახური ავრცელებს.
50 წლის ინგლისელი სპეციალისტი, 2021 წლიდან, საკუთარი ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისმა გუნდმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ლი კარსლიმ გარეთ საუთგეიტი შეცვალა, რომელმაც პოსტი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. ინგლისის ნაკრებმა საუთგეიტის ხელმძღვანელობით 102 მატჩი ჩაატარა.