ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„მხარეებს შეთანხმება აქვთ, ნაპოლი ჯუღელის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგას შესაძლოა დასასრული გამოუჩნდეს. Radio CRC reports-ის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებებში რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწიეს.

„კვარაცხელია და ნაპოლი შესაძლოა მალე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ, მაგრამ ეს სექტემბერში მოხდება. სჯობს ამჯერად სატრანსფერო ფანჯრის დახურვას დაველოდოთ და შემდეგ ამაზე უფრო მშვიდად ვიმსჯელოთ.

პსჟ მის შეძენას თვეებია ცდილობს, თუმცა ამაოდ. დე ლაურენტისს ქართველი ტრანსფერზე არასდროს დაუყენებია.

კვარას კონტრაქტის განხილვა სექტემბერში მოხდება. მხარეებს შორის შეთანხმება არსებობს. მამუკა ჯუღელი ხვიჩას გაუმჯობესებული პირობების მიღებას ცდილობს და ნაპოლი მზადაა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. კვარა გაბრაზებული არ არის, ყველაფერი კარგადაა“.

- წერს Radio CRC reports-ი.

როგორც ჩანს, „ნაპოლი“ დათმობაზე მიდის და ხვიჩას იმაზე მეტს შესთავაზებენ, ვიდრე ეს ბოლოს იყო. მათი უკანასკნელი წინადადება 4.5 / 5.5 მილიონი ევრო იყო, რაც ჯუღელისთვის მიუღებელი რაოდენობა გახლდათ.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ შაბათს (23:15) იტალიის თასის გათამაშებაში ჩაებმება. მათი პირველი მეტოქე „მოდენა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბოლო ინფორმაცია მამარდასა და ლივერპულზე
მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბოლო ინფორმაცია მამარდასა და ლივერპულზე