ალვარესი ჯულიანო სიმეონეს: „მამაშენს უთხარი, აღარ დამირეკოს, გადმოვდივარ“
ესპანური გამოცემა Marca ხულიან ალვარესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ არგენტინელი ფორვარდის გადაბიარებაში საკუთარი წვლილი მისმა თანამემამულეებმა, როდრიგო დე პოლმა და ნაუელ მოლინამ შეიტანეს, თუმცა გადამწყვეტი სწორედ დიეგო სიმეონეს აქტიურობა აღმოჩნდა.
Marca-ს ინფორმაციით, ალვარესი „ატლეტიკოს“ თავკაცის ზარებმა იმდენად „შეაწუხა“, რომ მან ამის შესახებ დიეგო სიმეონეს ვაჟს, ჯულიანოს შესჩივლა.
„მამაშენს უთხარი, აღარ დამირეკოს, გადმოვდივარ“ - ასე მიმართა ხუმრობით ალვარესმა ჯულიანო სიმეონეს.
Marca-ს ცნობით, დიეგო სიმეონე ალვარესს უყვებოდა თავისი გეგმების შესახებ, როგორ ითამაშებს მადრიდული კლუბი ალვარესის შეძენის შემთხვევაში და როგორი დუეტი შეიძლება შედგეს ალვარესისა და ანტუან გრიზმანის მონაწილეობით.
მედიის ინფორმაციით, ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებული ბოლო დეტალები უახლოეს დღეებში უნდა მოგვარდეს, 12 აგვისტოს კი მხარეები შეთანხმებას გააოფიციალურებენ.