მატიის დე ლიხტი
Aa
Aa

დე ლიხტი სკანდალში გაეხვა - ნიდერლანდელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„ბაიერნის“ ნიდერლანდელი მცველი მატიის დე ლიხტი შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. ამის შესახებ გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი წერს.

მიზეზი საკმაოდ სერიოზულია - ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. არსებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს დე ლიხტი თავისი ავტომობილით „ბაიერნის“ ბაზასთან გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა, თუმცა სამართალდამცველების მოსვლას არ დალოდებია და გზა განაგრძო.

Bild-ის ცნობით, თვითმხილველმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ის ფაქტი, რომ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ნიდერლანდელ მცველს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ისევ ვერ ივარჯიშა - ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ჯანმრთელობაზე
კვარამ ისევ ვერ ივარჯიშა - ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ჯანმრთელობაზე