დურანტი კარიზე: ღმერთივით ითამაშა
კევინ დურანტმა პარიზის ოლიმპიადაზე სერბეთის წინააღმდეგ სტეფ კარის თამაში შეაფასა. აშშ-ის ნაკრების ფორვარდმა თანაგუნდელის გამოსვლას ღვთაებრივი უწოდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ 36 წლის კარი გახდა, რომელმაც მატჩი 36 ქულით, 8 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
„ეს კარის დღე იყო, რადგან ამ საღამოს ღმერთი მასთან იყო. ის გრძნობდა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენთან ნამდვილი კარი იყო - ეს იყო ერთ-ერთი დიდებული თამაში, რაც კი ოდესმე მისი შესრულებით მინახავს“, - თქვა დურანტმა.
აშშ-მა სერბეთი 95:91 დაამარცხა. ფინალში „დრიმ თიმი“ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება. 10 აგვისტოს კი სერბეთი ბრინჯაოს მედლისთვის გერმანიასთან იბრძოლებს.