ბოგდან ბოგდანოვიჩი
Aa
Aa

ბოგდანოვიჩი: ამერიკას ჩვენთან მსაჯების ასეთი დახმარება არ სჭირდება

ოლიმპიადის ნახევარფინალში ამერიკასა და სერბეთს შორის ტრილერი შედგა, რომელიც ევროპელების მარცხით 91:95 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო იყო „ატლანტა ჰოუკსისა“ და სერბეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბოგდან ბოგდანოვიჩი.

„ჩვენ ვცადეთ მსაჯებთან დალაპარაკება, მაგრამ პასუხი არ ყოფილა. მათ რეაგირება არ ჰქონიათ. მაგრამ არა უშავს. შეერთებულ შტატებს ჩვენს წინააღმდეგ უბრალოდ არ სჭირდება ასეთი დახმარება. საპირისპიროდ ჩვენ არანაირი დახმარება არ გვქონია, მაგალითად, როცა მეტოქე ორივე ხელით გვიჭერდა და მსგავსი ეპიზოდები.

მაგრამ მე არ ვარ ის ბიჭი, რომელიც არბიტრებზე ბევრს ლაპარაკობს. მინდოდა ეს მატჩი მომეგო.

არ მინდა დამარცხებულივით ვილაპარაკო. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, მათ შეეძლოთ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიეღოთ. მე უბრალოდ მოგება მინდოდა იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებდნენ მსაჯები“,

- განაცხადა ბოგდანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა ფინალში ოლიმპიადის მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 აგვისტოს 23:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“